ნათია მეზვრიშვილი განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც დემარში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა მის გამოსვლას მხოლოდ ერთი მიაზნი ჰქონდა - ყოფილი პრემიერის გადადგომის გამართლება. ასე აფასების ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გამოსვლას შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში.
მეზვრიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ შეიძლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება და ამის ბერკეტები მართლმსაჯულებას ჰქონდა - შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ კანონი სხვაგავარად განემარტათ და მელიას დაკავებით გამოწვეული დამაზიანებული პროცესები ქვეყნსითვის თავიდან აეცილებინათ.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა მეზვრიშვილის გამოჩენა და ეს განცხადება აქტიურ პოლიტიკაში გახარიას შესაძლო დაბრუნებასთან კავშირში იყოს.
„შეიძლება მეზვრიშვილი მოიაზრებოდეს გახარიას გუნდის წევრად და მისი ეს განცხადება აღიქმებოდეს „ოცნების“ საწინააღმდეგოდ ან დემარშად. როგორ გინდათ ისე დაარქვით, მაგრამ მე მის გამოჩენას მაინცდამიანც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ეს განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - კიდევ ერთხელ დაედსტურებინა საზოგადოებისთვის გახარის გადადგომის სისწორე მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება თავად გახარიას შემოსვლას პოლიტიკურ ველზე, როდის შემოვა და რა ვადებში, ეს დამოკიდებლი იქნება იმაზე, თუ რა კონიუქტურა იქნება ქვეყანაში. ასევე როგორ დასრულდება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზციიას შორის დანიელსონის ჩართულობით.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით რა იდეოლოგიიით შემოვა ის პოლიტიკურ სივრცეში და რა ტაქტიკით. ალბათ გახარია შეეცდება ელექტორატში გააჩინოს განცდა, რომ პოლიტიკაში შემოდის ახალი სოლიდური ძალა, მოახდინოს დისტანცირება ივანიშვილისგან, რომ ეს „ქართული ოცნება 2“ არ არის, როგორც უკვე შეარქვეს მისმა ოპონენტებმა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.