აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
“აცრების შესახებ პირდაპირ გეტყვით, არა ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მუდამ ვამბობ, რომ "საზოგადოებრივი ჯანდაცვა" ცალკე დიდი მიმართულებაა მედიცინაში და აჯობებს მათმა წარმომადგენლებმა, უფრო კომპეტენტურად აუხსნან მოსახლეობას. ამიტომ, მე მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, რატომაა აუცილებელი, რომ მოსახლეობის მაღალი პროცენტი იქნას აცრილი და რა საფრთხეს უქმნის აუცრელი ნაწილი მთელ დანარჩენ საზოგადოეობას:
- კოვიდ 19-ზე აცრა არაა სამიდღემჩიო და საყოველშტამო! ეს ნიშნავს, რომ სრული აცრიდან დაახლოებით 6-8 თვეში აცრილი ისევ ვხვდები გარემოში, რომელიც აუცრელების გამო ხიფათის მომტანია ყველასთვის! ამას დაამატეთ ისიც, რომ აუცრელები შესანიშნავი გარემოა ვირუსთა მუტაციისთვის, ახალი შტამების წარმოშობისთვის, რომლებზეც შეიძლება ჩემმა აცრამ არც იმოქმედოს.
ეს ფაქტორი რომ არ იყოს, კი ბატონო, შევეცდებოდი დამერწმუნებიეთ, მაგრამ თუ ვერ შევძლებდი- საკუთარი თავისთვის რაც გინდათ ის გიქნიათ. აუცრელები ქმნით მუდმივ ჭაობს, რომელშიც შესანიშნავად იკვებებიან, მრავლდებიან და განახლდებიან ვირუსები - ერთგვარ "ვირუსთა მაიამი ბიჩს"! და ჭაობის სიდიდე პირდაპირპოპორციულია აუცრელთა პროცენტის.
სპეციალისტებმა უკეთ ახსნან”..