კრისტიან დანიელსონი: კომპრომისის დროა. საქართველოში სამი დღე დავრჩები

კრისტიან დანიელსონი: კომპრომისის დროა. საქართველოში სამი დღე დავრჩები

„ახლა კომპრომისის დროა და ის არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძალის ნიშანია“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველი, ჩავერთო მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან ერთად და დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და მოუთმენლად ველი, რომ სამშაბათს ისევ მოგმართოთ თქვენ, ჩემი მისიის დასასრულს“, - განუცხადა დანიელსონმა ჟურნალისტებს.