დღეს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ.
01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.