ვიხილავთ თუ არა გიორგი ქობულიას გიორგი გახარიას გუნდში - რას ამბობს ყოფილი მინისტრი

ვიხილავთ თუ არა გიორგი ქობულიას გიორგი გახარიას გუნდში - რას ამბობს ყოფილი მინისტრი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია უკვე რამდენიმე თვეა, რაც პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს.

საინტერესოა, გადაიკვეთება თუ არა ერთმანეთთან "ქართული ოცნებიდან" წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და გიორგი ქობულიას პოლიტიკური გზები და შექმნიან თუ არა ისინი ერთობლივად ახალ პოლიტიკურ პარტიას.

როგორც თავად ქობულია აცხადებს, ამ საკითხზე არ უმსჯელია, ამიტომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის ვერ გაგვცემს. „არ ვიცი, პოლიტიკაში როდის დავბრუნდები, ვფიქრობ, ჯერჯერობით. ამ მომენტში თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ",- განაცხადა ქობულიამ.