შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილისა და ივანიშვილის შედარება მიუღებელია, რადგან ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოცილებულია, სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა კი მიუღებელია

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილისა და ივანიშვილის შედარება მიუღებელია, რადგან ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოცილებულია, სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა კი მიუღებელია

"ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შედარება მიუღებელია, რადგან ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოცილებულია, სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა კი მიუღებელია.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ კუბილიუსის მოსაზრების თაობაზე განუცხადა, საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, არ არსებობს.

"ეს შედარებები მიიღებელია. შემდეგი გარემოებებების გამო: პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილებულია აქტიურ პოლიტიკას და არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეს ეჭვის ქვეშ დააყენოს. მე თავად ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამიტომ სრული პასუხისმგებლიბით შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოში და საპარამენტო უმრავლესობაში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ფორმალურად ჩართვას, ესეც მიუღებელია. პირველი მიზეზი არის გირგვლიანის საქმე, რომელზეც მისჯილი აქვს 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მეორე - ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, რაზეც მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა, მესამე - ტელე „იმედის“ საქმე, მეოთხე მიზეზი - სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვა, რომელზეც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და ბოლო, მეხუთე მიზეზი - მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ამიტომ რაიმე საფუძველი, რომ აქტიურად მიიღოს მოლაპარაკებვეში მონაწილეობა, არ არსებობს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.