მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა,  ყველას დაამახსოვრა თავი ადამიანის ღირსების განადგურებით, სისასტიკით და ბოროტებით

მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა, ყველას დაამახსოვრა თავი ადამიანის ღირსების განადგურებით, სისასტიკით და ბოროტებით

„შეურაცხმყოფელია ორ ადამიანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა, სადაც ერთ მხარეს განაჩენით დადასტურებული კრიმინალია და მეორე მხარეს კაცი, რომელმაც ამ კრიმინალის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა დაასრულა და ამ ქვეყანაში დემოკრატია უზრუნველყო“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.

მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც თავს იწონებდა ფასადური, კოსმეტიკური შენებით და სინამდვილეში ყველას დაამახსოვრა თავი ადამიანის ღირსების განადგურებით, სისასტიკით და ბოროტებით.

„მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც თავს იწონებდა ფასადური, კოსმეტიკური შენებით და სინამდვილეში ყველას დაამახსოვრა თავი ადამიანის ღირსების განადგურებით, სისასტიკით და ბოროტებით. ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა წარსულს ჩააბარა და ამ ქვეყნის გრძელვადიანი, ადამიანზე და მის უფლებებზე ორიენტირებული დემოკრატიული განვითარება უზრუნველყო. ამავე დროს, სააკაშვილი მაინც ბედავს პოლიტიკოსად პოზიციონირებდეს. ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკიდან დისტანცირებულია და საუბარიც კი მიუღებელია მათ წარმოჩენაზე მხარეებად რამე სახის პროცესში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.