„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება, - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო ახალი მდივნის თანამდებობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.