თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლომდე რომ მოსახლეობის 60-65% ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 გვყავს აცრილი

თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლომდე რომ მოსახლეობის 60-65% ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 გვყავს აცრილი

იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 ადამიანი გვყავს აცრილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე და გვაქვს ორი პერსპექტივა. პირველი - ვაქტიურობთ ვაქცინაციის მხრივ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სტაბილური და კარგი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, თავიდან ძალიან დაბალი აქტივობა იყო. ამჟამად სულ აცრილი გვყავს 4300 ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი. 15 მარტს დავიწყეთ ვაქცინაცია და მხოლოდ 4300 ადამიანია აცრილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. საბედნიეროდ, დღეის მონაცემებით, ამ 4 300 ადამიანის გარდა დარეგისტრირებულია კიდევ 11 000-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

trampi ეს ნაცები პაკაზუხაზე(სამარიაჟოდ) რომ გაიძახოდნენ--- არიქა ვაქცინა ვაქცინაო..... აიცრან რაღას უყურებენ?/ ჩამოიტანეს უკვე
ხო უნდოდატ აცრა ?.......არააა??
აბა რაღაზე ყვიროდნენ??/
ააააა............ ხაჭაპურიი ხოჩეეეს ?? ეგ დიდი ხანია ვიცით
მაგათი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია მოვიცვალეთ
4 წლის უკან