როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 27 მარტს ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +8 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც წვიმებს, +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +0 იქნება. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ახალციხეშიც. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამე კი -14 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +9 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში წვიმა ელჭექით და ქარია მოსალოდნელი. +8 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი. დროგამოშვებით ნალექს პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.