კვერცხი შოტლანდიურად

კვერცხი შოტლანდიურად

ინგრედიენტები

450   გრამი ღორის ხორცის ფარში

1   ჩ/კ ხახვის ფხვნილი

1   ჩ/კ მარილი

შავი პილპილი

4   ცალი მოხარშული კვერცხი

ცოტაოდენი ფქვილი

3/4  ჭიქა ორცხობილას საფანელი

1ცალი ათქვეფილი კვეცრხი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. დიდ თასში მოათავსეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ ხახვის ფხვნილი. მიღებული ნაზავი 4 თანაბარ ნაწილად გაყავით და კატლეტის ფორმა მიეცით.

კვერცხი კარგად მოხარშეთ და გაფრცქვენით. თითოეული გაფრცქვნილი კვერცხი ფქვილში ამოავლეთ. შემდეგ ფარშის კატლეტი გარედან შემოაკარით. თითოეული ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ კი ორცხობილას საფანელში. მოათავსეთ უცხიმო საცხობ ლანგარზე.

აცხვეთ 35 წუთით, ხორცის შეწვამდე. გემრიელად მიირთვით.