თურქი-მესხების თემა ჩვენში ყოველთვის აქტუალური იყო.
ამიერიდან ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება. გაირკვა, რომ მომავალი წლიდან ისინი საქართველოში დაბრუნდებიან.
ეს ინფორმაცია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძემ გაავრცელა. მისი განცხადებით, ამასთან დაკავშირებული კანონი უკვე ძალაშია შესული.
თევდორაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ, ვისაც რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად განცხადება შეტანილი აქვს, საქართველოში დაბრუნდებიან.
ქართულ მხარეს მათთვის სახლების შეძენის ვალდებულება არ აუღია. ამიტომ, თევდორაძის თქმით, სახლები მათ საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინონ.