კვერცხის მარტივი და გემრიელი სალათა მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტით - მხოლოდ 20 წუთში
ინგრედიენტები
4 ცალი კვერცხი
2 ს/კ მაიონეზი
3 ს/კ დაჭრილი ნიახურის ღერო
1 ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი ან კამა
1 ჩ/კ ლიმონის წვენი
მარილი გემოვნებით
ახლად დაფქული შავი პილპილი
მომზადება
კვერცხი კარგად მოხარშეთ, გაფრცქვენით და დაჭერით.
თასში აურიეთ დაჭრილი კვერცხი, მაიონეზი, ნიახური, მწვანე ხახვი ან კამა და ლიმონის წვენი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.