კლასიკური მაიონეზი

კლასიკური მაიონეზი

სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ გემრიელი და ჰაეროვანი ფრანგული მაიონეზის მომზადება.

ინგრედიენტები

150   მლ. რაფინირებული ზეითუნის ზეთი

3   ცალი კვერცხის გული

1 1/2  ჩ/კ შაქარი

1/3  ჩ/კ მარილი

1/2  ს/კ ლიმონის წვენი

1   ჩ/კ მზა მდოგვი

მომზადება

კვერცხის გულებს დავუმატოთ შაქარი და მარილი. ნელი მორევით(სულ ერთ მხარეს) შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. მდოგვი დაუმატეთ იმ შემთხვევაში თუ მაიონეზ ,,პროვანსალის” მომზადება გვინდა. ზეთი წვეთობით ფრთხილად უნდა დავუმატოთ, თორემ მაიონეზი აიჭრება. არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფoთ და მორევითაც მხოლოდ ერთი მიმართულებით, განუწყვეტლივ ურიეთ.

როდესაც მასა ერთგვარვანი, ნაზი, მოყვითალო ფერის გახდება, შეგვიძლია ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში შესასქელებლად.

რჩევები:

მაიონეზი უნდა მოვამზადოთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. უკეთესია ხის კოვზით მორევა.

თეთრი ფერის მისაცემად, სუფრაზე მიტანის წინ მაიონეზს შეგვიძლია 1-2 ს.კ. წყალი დავუმატოთ.

ზეითუნის ზეთის არქონის შემთხვევაში მაიონეზი შეგვიძლია კარგი ხარისხის მზესუმზირის რაფინირებული ზეთითაც მოვამზადოთ.

ამ სოუსის მოსამზადებლად კვერცხი აუცილებლად ახალი და გარეცხილი უნდა იყოს.

მაიონეზი ინახება მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში 2-3 დღის განმავლობაში.