გოგა ხაინდრავა: კომბლებიან ხალხს ყოველთვის მხარს დავუჭერ

გოგა ხაინდრავა: კომბლებიან ხალხს ყოველთვის მხარს დავუჭერ

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიაში არასოდეს არ გაწევრიანდება.

ამის მიუხედავად ის მზად არის დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.

ამისთვის მას ერთადერთ გამოსავლად პრეზიდენტ სააკაშვილის იძულება და ისევ ქუჩაში აქციები მიაჩნია.

ითანამშრომლებს თუ არა ხაინდრავა ქართულ პარტიასთან? ამ კითხვაზე ის დადებითად პასუხობს. თუმცა მას სათანამშრომლო არეალად მხოლოდ ქუჩა მიაჩნია.

- მე პარტიაში არასოდეს არ გავწევრიანდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მეგობრებს არ დავეხმარები. ჩემი გაგებით თანამშრომლობა მხოლოდ ქუჩის აქციაა.

 მხოლოდ ქუჩა და ხალხმრავალი პროტესტი მიმაჩნია გამოსავლად. თუ ამ ხალხს, რომლებმაც ბრძოლის ახალი ძალა მოიკრიბეს, ქუჩაში კომბლებით ხელში ვიგულებ, რა თქმა უნდა, მათ გვერდით ვიქნები -  გვითხრა გოგა ხაინდრავამ.

საინტერესოა, რომ თავად გოგა ხაინდრავა აქტიური პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, მან ეს გახცხადება  გააკეთა.