ინგრედიენტები
3 კბილი დაკეპილი ნიორი
1/2 ჭიქა ორცხობილას საფანელი
1/2 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
1 თავი დაჭრილი ხახვი
1 ცალი კვერცხი
1 1/2 ჩ/კ იტალიური სანელებლები
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
450 გრამი საქონლის ხორცის ფარში
ზეითუნის ზეთი
225 გრამი სპაგეტი
3 ჭიქა ბულიონი
3 ჭიქა მარინარას სოუსი
2 ჭიქა წყალი
1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანაგრს დააფინეთ პერგამენტი. დიდ თასში მოათავსეთ დაკეპილი ნიორი, საფანელი, ოხრახუში, ხახვი, კვერცხი, ½ ჭიქა გახეხილი ყველი, 1 ჩ/კ იტალიური სანელებლები, 1 ჩ/კ მარილი და ½ ჩ/კ შავი პილპილი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ფარში. ყველა ინგრედიენტი ხელით კარგად შეურიეთ. გააკეთეთ პატარ–პატარა ბურთულები (2–3 სმ) და გამზადებულ ლაგარზე ერთ ფენად მოალაგეთ. მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 20 წუთით.
დიდ ქვაბში მოათავსეთ ბულიონი, მარინარას სოუსი და წყალი. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ½ ჩ/კ იტალიური სანელებლები. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე. შეურიეთ შუაზე დატეხილი სპაგეტი და გუფთა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10–12 წუთით, სპაგეტის მოხარშამდე. შეურიეთ ½ ჭიქა გახეხილი პარმეზანი.
მორთეთ რეჰანით და ცოტაოდენი პარმეზანით.