ზაზა კევლიშვილი:  როცა მგონია რომ უკვე ყველაფერი ვნახე, ნოდარ მელაძე რაღაცნაირად ახერხებს და უკვე არსებულ ფსკერის ნიშნულს უპრობლემოდ ხვრეტს

ზაზა კევლიშვილი: როცა მგონია რომ უკვე ყველაფერი ვნახე, ნოდარ მელაძე რაღაცნაირად ახერხებს და უკვე არსებულ ფსკერის ნიშნულს უპრობლემოდ ხვრეტს

სულ მაინტერესებს სად არის ის ფსკერის ბოლო, რის ქვევითაც ვეღარ ჩავლენ და როცა მგონია რომ უკვე ყველაფერი ვნახე, ნოდარ მელაძე რაღაცნაირად ახერხებს და უკვე არსებულ ფსკერის ნიშნულს უპრობლემოდ ხვრეტს, – ამის შესახებ მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თვითონ რომ ხელისუფლებაში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას უსმენდნენ, აი მაშინ რა, ნოდარ მელაძის ყველაზე მწვავე გლდანელი ემოების პრობლემებს რომ შეეხებოდა, აი ზუსტად მაგ დროინდელი ფაბრიკაცია გამოაგდო ბერაზე და ღარიბაშვილზე და ამით უნდა ეხლა ხალხის დაბოლება. ხო გახსოვთ არჩევნების წინ ორლარიანი ჩანაწერები რო გამოაგდეს, მთელმა ქვეყანამ რომ დასცინა, მაშინ გაცილებით მეტი ჰქონდათ დამზადებული და როცა დაინახეს რომ ამით ისევ თვითონ ზიანდებოდნენ, ადგნენ და ტრაკში გაიკეთეს ეგ ფაბრიკაციები. ნოდარს ეხლა ტრაკის მიგნება რო არ გაუჭირდებოდა კი იცით, კარგად მოიქექა და მოძებნა. ცოდოა, მაგრამ რას ვიზამთ, მისი არჩევანია,” – წერს კევლიშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველზე” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტის ანონსი, სადაც, ვითომდა, აღნიშნული გადაცემის წამყვანის მტკიცებით, ბერა ივანიშვილისა და პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო საუბარია ჩაწერილი.