გიორგი ზერეკიძე: არავის უკვირს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ დავუშვათ მართლა რუსეთში იგზავნებოდა ასაფეთქებელი-აცნობიერებთ, რამხელა ესკალაციის საფრთხე არსებობდა?

გიორგი ზერეკიძე: არავის უკვირს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ დავუშვათ მართლა რუსეთში იგზავნებოდა ასაფეთქებელი-აცნობიერებთ, რამხელა ესკალაციის საფრთხე არსებობდა?

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ზერეკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე ამბობს, კარგია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი ხდება ცნობილი. 

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ განმარტებები უნდა გააკეთოს, რატომ ექცევა ასე ვერაგულად ჩვენ ქვეყანას.

კარგია, რომ მეტი დეტალი ხდება ცნობილი ასაფეთქებელი ნივთიერების საქმეზე. არავის უკვირს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები დღეს პირდაპირ მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ დავუშვათ მართალია დაკავებულის ჩვენება, რომ რუსეთში იგზავნებოდა ასაფეთქებელი - ეს ნაკლები შარში გახვევაა ჩვენი ქვეყნის? მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ თბილისში არ აფეთქებდნენ? აცნობიერებთ, რამხელა ესკალაციის საფრთხე არსებობდა? კეთილი ინებოს ახლა უკრაინის ხელისუფლებამ და გააკეთოს განმარტებები, რატომ ექცევა ასე ვერაგულად ჩვენ ქვეყანას!!!“-წერს გიორგი ზერეკიძე.

ცნობისთვის, სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის, რომლებსაც საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ, მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების დღევანდელი განცხადებით დგინდება, რომ მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. ესბეუს“ თანამშრომლებმა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და იქ მოწყობილიყო ე.წ. პაუტინა 2“, გამოძიების და სხვადასხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.