"დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს"

გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, მაგრამ დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს - ასე ეხმაურება ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმისადმი მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით დიდი საფრთხე გაანეიტრალა. ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის.

ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი“.

ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, მაგრამ დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს.

ოპოზიციას ჯანსაღი პოლიტიკური თამაშის წესები არ აწყობს და მათთვის 2012 წლიდან დღემდე გამარჯვების ერთადერთი იარაღი რევოლუცია და სისხლიანი სცენარია.

ქართული ოპოზიცია არჩევნებამდე წაგებულ არჩევნებში ბრძოლის სისხლიან მეთოდს ირჩევს.

ხელისუფლების შეცვლა არ გამოსდით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმით და ამას ცდილობენ დონორი ორგანიზაციებისაგან გადმორიცხული ფულით ქუჩის პროცესების დაფინანსებით, დანაშაულის წახალისებით და ახალგაზრდების გამოყენებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმისადმი მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით დიდი საფრთხე გაანეიტრალა.

ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის.“ - წერს მეგრელიშვილი.