იაგო ხვიჩია: სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, მე ვფიქრობ, რომ მისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო

იაგო ხვიჩია: სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, მე ვფიქრობ, რომ მისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო

მიხეილ სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო. ეს იციან ჩვენმა კოლეგა ოპოზიციონერებმაც და შეიძლება ამიტომაც არიან უფრო თამამად, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დამჯერია.

„ოპოზიციის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დამჯერია, თუმცა თვითონ პროცესი საინტერესო იქნება და ვნახოთ.

მიხეილ სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო. ეს იციან ჩვენმა კოლეგა ოპოზიციონერებმაც და შეიძლება ამიტომაც არიან უფრო თამამად. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ყიჟინა მოსძახოს თავის მომხრეებს, რომ ე მანდ თქვენ რამე არ შეგეშალოთ და სადმე არ გადახვიდეთ ჩემი ნებართვის გარეშე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პლებისციტის საკითხი არ განიხილება.

მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.