ინგრედიენტები
1 ჭიქა ბრინჯი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
450 გრამი უძვლო ქათმის მკერდი
მარილი
3 კბილი დაკეპილი ნიორი
1 თავი დაჭრილი ხახვი
1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
1 ჭიქა ქათმის ბულიონი/წყალი
1/4 ჭიქა ნაღები
2 ჭიქა გაყინული ბარდა
1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
1 1/2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე. მოხარშეთ ბრინჯი (მოხარშვამდე 5 წუთით ადრე გამორთეთ).
ამასობაში, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. საშუალო თასში ოთხად გაყოფილ ქათმის ფილეს მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ხორცი ტაფაზე თითოეულ მხარეს დაახლოებით 6 წუთით წვით. გადმოიღეთ თეფშზე.
ტაფაზე დაასხით 1 ს/კ ზეთი და გააცხელეთ საშუალო ტემპერატურაზე. დაუმატეთ ნიორი და ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 3 წუთით. დაუმატეთ ღვინო, ქათმის ბულიონი, ნაღები, მარილი და პილპილი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ ქათმის ხორცი (და თეფშზე დაგროვებული წვენიც), მოხარშული ბრინჯი, ბარდა, ოხრახუში და 1 ჭიქა პარმეზანი.
აცხვეთ დაახლოებით 15 წუთით. მორთეთ ოხრახუშით და მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი. მიირთვით მომზადებისთანავე.