ინგრედიენტები
450 გრამი კრაბის ჩხირები
1 ცალი კიტრი
2 ცალი საშუალო პომიდორი
1/4 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
3 კბილი ნიორი
1/2 ჭიქა მაიონეზი, ან გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადება
კრაბი დანით პატარა ნაწილებად დაჭერით ან დააქუცმაცეთ.
დაჭერით კიტრი და 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი პატარა ნაჭრებად. პომიდორს მოაშორეთ ზედმეტი წვენი. დიდ თასში აურიეთ დაჭრილი პომიდორი, კიტრი, კრაბის ჩხირები და ¼ ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი.
პატარა თასში აურიეთ ½ ჭიქა მაიონეზი და 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. მიღებული მასა კრაბის სალათას დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ. თუ უფრო წვნიანი სალათა გიყვართ, შეგიძლიათ მეტი მაიონეზი გამოიყენოთ. მირთმევამდე მაცივარში გააგრილეთ.