ფრანგული ომლეტი

ფრანგული ომლეტი

ინგრედიენტები

2   ცალი კვერცხი

2   ს/კ წყალი

1/8  ჩ/კ მარილი

მწიკვი პილპილი

1   ჩ/კ კარაქი

1/3  ჭიქა გახეხილი ყველი

ცოტაოდენი დაჭრილი ლორი

მომზადება

პატარა თასში კვერცხი, წყალი, მარილი და პილპილი ერთად ათქვიფეთ.

საშუალო ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ კარაქი. ცხიმი ტაფის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ და დაასხით კვერცხის ნაზავი.

როცა კვერცხი შეიწვება და ზედაპირი გამყარდება, გადაიტანეთ შიგთავსი: მოაყარეთ ყველი და წვრილად დაჭრილი ლორი. გადმოკეცეთ შუაზე და თეფშზე გადმოიღეთ. მიირთვით მომზადებისთანავე.