რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი საქორწინო ბეჭდის გარეშე პაპარაცებმა მას შემდეგ პირველად შენიშნეს, რაც ბიზნესვუმენმა სასამართლოს განქორწინებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. კიმისა და მისი მეუღლის 43 წლის ამერიკელი რეპერის, პროდიუსერისა და დიზაინერის ქანიე უესტის ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა რაც უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრშია.
შემსრულებლის საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ წყვილი საჯარო დაპირისპირების დროს რამდენჯერმე შენიშნეს, კამპანიის დროს ატირებული კიმის დანახვისას პაპარაცები ვარაუდობნენ, რომ მათ შორის ურთიერთობა იმაზე რთულად იყო ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ზოგიერთი ტაბლოიდი წერდა, რომ წყვილი განქორწინებას აპირებდა, თუმცა ინფორმაციას სანდო წყარო არ ადასტურებდა. შეგახსენებთ, რომ კიმი და ქანიე ერთი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდნენ, რამდენიმე საათის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს შორდება.
ქანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა ერთმანეთი პირველად 2003 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობა ოფიციალურად მხოლოდ 2012 წელს გაასაჯაროვეს. 2009 წელს ქანიემ საკუთარ შემოქმედებაში კიმი პირველად ახსენა, რაც მათ შორის არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებდა, 2010 წელს ამერიკელი რეპერი კარდაშიანების რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდშიც გამოჩნდა, 2012 წელს კი სიმღერით "Cold"ოფიციალურად განაცხადა, რომ კიმ კარდაშიანი უყვარდა, ვარსკვლავური წყვილის საჯარო დებიუტი 2012 წელს ნიუ-იორკში შედგა, მათ პირველი შვილი ამა წლის დეკემბერში შეეძინათ. ქანიე და კიმი 2013 წელს მეთ გალას წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა, საბოლოოდ კი მათი ურთიერთობა 2014 წელს იტალიაში ქორწილით დაგვირგვინდა.