ბადრიჯნის თბილი სალათა

ბადრიჯნის თბილი სალათა

ინგრედიენტები

2   ცალი დიდი ბადრიჯანი

20   მლ. ზეითუნის ზეთი

ზღვის მარილი

3   ცალი დიდი დაჭრილი პომიდორი

3   კბილი დაკეპილი ნიორი

2   ჩ/კ დაფქული პაპრიკა

1/2  ჩ/კ დაფქული ძირა

1   ცალი პატარა წითელი ჩილი

1   ს/კ ყავისფერი შაქარი

1   ჩ/კ მარილი

20   მლ. ლიმონის წვენი

20   მლ. წითელი ღვინის ძმარი

პილპილი

3   ს/კ დაჭრილი ოხრახუში

3   ს/კ დაჭრილი ქინძი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

ალაგ–ალაგ ზოლებად ჩამოათალეთ კანი ბადრიჯანს და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად.

ნაჭრების ორივე მხარეზე ფუნჯით წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. ზემოდან მოაყარეთ ზღვის მარილი. აცხვეთ 30 წუთით.

გამოიღეთ ღუმელიდან. თუ ბადრიჯანი ცოტათი გამომშრალი მოგეჩვენებათ მოასხურეთ წყალი. გააცივეთ 5 წუთით, შემდეგ დაჭერით 1 სმ ზომის კუბიკებად და გადადგით.

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ტაფაზე გაააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ პომიდორი, ნიორი, სანელებლები, დაჭრილი და თესლგაცლილი ჩილი, შაქარი და მარილი.

თუშეთ 10 წუთით. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი, ძმარი და შავი პილპილი.

დაუმატეთ გადადებული ბადრიჯანი და შეურიეთ მწვანილები.

მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურაზე.