ჟერარ დეპარდიეს საფრანგეთის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ჟერარ დეპარდიეს საფრანგეთის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საფრანგეთის პროკურატურამ, 72 წლის პოპულარულ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, 20 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას AFP წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით შემთხვევა 2018 წელს მოხდა. საქმის გამოძიება კი 2019 წელს მტკიცებულებების არ არსებობის გამო შეწყდა. საქმის გამოძიება 2020 წელს მსახიობი ქალის განცხადების საფუძველზე განახლდა.

მანამდე გამოცემა Le Parisien წერდა, რომ ჟერარ დეპარდიე, მსახიობ ქალს კარიერის აწყობაში დახმარებას დაპირდა და პარიზში, საკუთარ სახლში რეპეტიციაზე დაიბარა. გამოცემის ცნობით, მან დამწყებ მსახიობზე 2018 წლის 13 აგვისტოს იძალადა.

დაზარალებული მსახიობი ქალის ადვოკატმა AFP-ს განუცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე არ დაუკავებიათ, თუმცა სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ცნობილი მსახიობი, ქალზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.