მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოეტი ლოურენს ფერლინგეტი 101 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ The New York Times მწერლის ოჯახზე დაყრდნობით წერს.
მწერალი სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მიზეზი ფილტვების დაავადება გახდა.
კარიერის განმავლობაში, პოეტმა 30 კრებული გამოსცა. ასევე მან გახსნა წიგნების მაღაზია City Lights 1953 წელს.