ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
„როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაკავებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ესკალაციას და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად“, - წერს სალივანი Twitter-ზე.