ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ერთი ჯგუფი ამბობს, რომ არ ცნობს არანაირი თამაშის წესებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს

ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ერთი ჯგუფი ამბობს, რომ არ ცნობს არანაირი თამაშის წესებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ის რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წელს თბილისში პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდებოდა გარკვეული ჯგუფებისთვის წინასწარ იყო ცნობილი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

„ის რომ იქ ავიდოდა ვიღაცებმა იცოდნენ. ეს არის საერთო დიდი სცენარის ნაწილი“, - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ის ნიკა მელიას დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დღეს არ დაწყებულა.

„არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ერთი ჯგუფი ამბობს: „არ ვცნობ არანაირი თამაშის წესებს, მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაში, იმიტომ რომ შენ ხარ ცუდი და მე ვარ კარგი“. რა საკვირველია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ თვითონ არიან რეალურად უმცირესობაში, ამიტომ ხდება მანიპულირება მთლიანი ერთობით, მაგრამ მიზანი საერთო ჯამში არის ეს“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მან მელიას დაკავების შესახებ საერთაშორისო შეფასებებზეც ისაუბრა.

„ჩვენ მოკავშირეები გვჭირდება ამ სახელმწიფოს გასაძლიერებლად. მოკავშირეებმაც უნდა გაითვალისწინონ ყველამ, რომ სახელმწიფო თუ ჩამოგვეშალა მერე რას ვიცავთ უბრალოდ?“ - აცხადებს მაღლაფერიძე.