ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საქართველოში კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.
„საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატია კრიზისში ჩააყენა, რაც მხოლოდ კრემლს აბედნიერებს. ამ კონფლიქტს ქართველი გამარჯვებული არ ეყოლება. სტრატეგიული პასუხისმგებლობის არარსებობა ორივე მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. დროა, შეწყდეს საქართველოს უკუსვლა“, დაწერა ანდრიუს კუბილიუსმა Twitter-ზე.