გიგა ბოკერია: გამოსავალი მხოლოდ ერთია - რურუა-მელიას გათავისუფლება და ნორმალური ვადამდელი არჩევნები

გიგა ბოკერია: გამოსავალი მხოლოდ ერთია - რურუა-მელიას გათავისუფლება და ნორმალური ვადამდელი არჩევნები

ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, ნიკა მელია და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი ვადამდელი ნორმალური არჩევნებისთვის მზადების დაწყება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დიპკორპუსის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებამ მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიოს და მშვიდობიანად დაამარცხოს ეს რეჟიმი. ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, ნიკა მელია და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი ვადამდელი ნორმალური არჩევნებისთვის მზადების დაწყება. რომელი დიალოგის მომხრეა ღარიბაშვილი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მისი ყველა ოპონენტი უნდა განადგურდეს? რა თქმა უნდა, მისი გულწრფელობის არ მჯერა. მათ მოუწევთ საკუთარ წითელ ხაზებზე უარის თქმა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Katana . აი, ეს სირობა რომ გაქვთ ახირებული იდეა-ფიქსად, იმიტომაც არ შედგება დიალოგი და დიდი ინტერესით დაველოდები, ვინ ვის "მოიყვანს გონზე" და ვის რას გადაუღუნავთ!..
4 წლის უკან