ფეისბუქ-მომხმარებელი გოჩა ალექსიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გახსოვთ ბიძინას ნაჩუქარ ხუხაშვილის სახლში, კუდ-ს მოსასმენი აპარატურა რო აღმოაჩინეს, რომელიც ბიძინას სახლის მიმართულებით რო ეყენა?
ოღონდ რამე შეუმჩნეველი კი არა, შუა ოთახში სამ ფეხზე, აი ფოტო აპარატებს რო ეყენათ ადრე, ეგეთი სიმაღლის, ხო გახსოვთ?
სახლი ახალ აშენებული იყო, თეთრი კარკასი, რემონტი კი უნდა გაეკეთებია ჩემ ახლობელს, მამუკა ზარანდიას, მოკლედ მიიყვანეს მამუკა და მოილაპარაკეს რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, მამუკამ თავისი ინსტრუმენტებით გაზომა, მიჩიჩქნა მოჩიჩქნა დათვალეს კვ, სიმაღლე, მასალა, ხოდა მთავარი რაცაა, შეთანხმდნენ როდის უნდა დაეწყო მამუკას სამუშაოები, და სადღაც ერთი თვე თვენახევარზე ადრე არ უნდა მისულიყო, პრინციპში აღარც არაფერი ესაქმებოდა და მერეც წინასწარი შეთანხმების გარეშე არც მივიდოდა!
მამუკა ერთი თუ 2 დღის მერე ნახულობს რო ინსტრუმენტები იქ დარჩენია და გაფრთხილების გარეშე, პროსტა ადის რო წამოიღოს ინსტრუმენტები და პოულობს ამ აპარატურას და ეგრევე ახმაურებს!!
მამუკა ინსტრუმენტებზე ადის, გაუთვალისწინებული მოხდა თორე კაი ხანი არც უნდა მისულიყო!
ეხლა ერთი მითხარით, ეგეთი სირები იყვნენ ვანო და ახალაიები, მეპატრონის გარეშე, სადაც 99.9% იმისი როა რო პატრონი თავის ბინაში შეიძლება ყოველ წუთს მივიდეს, ოთახის შუაში სამფეხიან მოსასმენ აპარატურას დაამონტაჟებდნენ, იმის იმედით, იქნებ არც კი მივიდეს თავის ბინაში რამეზე??
ოპოზიციის ლიდერის, 24 საათი ბიძინას გვერდში მყოფის ბინაში???
გვარამიას ზალაში რო 3 მეტრის სიმაღლის სამ ფეხა მოსასმენი რო დაააყენოს სუსმა, იმ იმედით რო იქნებ არ შევიდეს ზალაში 2 თვე??
ხუხაშვილი სულ მკიდია, მამუკა ზარანდია, უწესესიერესი, ვერც წარმოიდგენთ პადობნი წესიერი არ გენახოთ, დაჭერილი ყავდათ ნაცებს, აწამებდნენ, კლავდნენ გლდანში, გოჩა სულ თავში მირტყავდნენ , ვნატრობდი სახეში და მუცელში ცემასო დაჟე სამხარაულის ექპერტებმა ადეიშვილის ბრძანების მიუხედავად, არ დაწერეს აქტი, რო ვითომ მამუკამ ფული მოტეხა , ეგეთი პატიოსანი სამუშაო , პირველად ვნახეთო!!!
მამუკას, მამუკას რომელიც წესიერების , პატიოსნების განსახიერება იყო, ბიჭი რომელიც დღე და ღამე შრომაში , წვალებაში იყო, თავში განუვითარდა სიმსივნე და გარდაიცვალა“.