კარლ ჰარცელმა დეესკალაციისა და მოლაპარაკებების განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

კარლ ჰარცელმა დეესკალაციისა და მოლაპარაკებების განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

კარლ ჰარცელმა ოპოზიციასთან შეხვედრამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ მისი განცხადება, რომელიც მან განვითარებული მოვლენების შესახებ დილით გააკეთა კვლავ აქტუალურია.

„დღეს მთავარი სიტყვები დეესკალაციაზე, მოლაპარაკებების განახლებასა და დაძაბულობის შემცირებაზე უნდა ითქვას, რომელიც დღეს გვაშფოთებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ, სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთ მიზანი, რომ ამ საღამოს სტუმრებს ვმასპინძლობ. სხვადასხვა მხარეს ვესაუბრებით, მათ შორის ჩემი, როგორც ფასილიტატორის როლის ჩათვლით და ამ საუბრის გაგრძელებას ველი“, - განაცხადა ჰარცელმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე დიპლომატებთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა გამართა.