მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს

მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს

მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს - რაც არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, კანონია მხოლოდ აღსრულებული პოლიციელების მიერ. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდა არასოდეს არ დაგვიტოვებია, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

„ამ პროცესში, მაქსიმალური გავაკეთეთ და წინადადებები მაგიდაზე დავდეთ. თუ რომელიმე ოპოზიციონერი ისეთი აღმოჩნდება, რომელიც რაციონალურად, კანონისმიერ, ლეგიტიმურ ჩარჩოში დარჩება ან მოუწევს დარჩენა და იფიქრებს სწორად და სახელმწიფოებრივად, არა ისე, რომ ქვეყანა დააზიანოს და ქაოსისკენ წაიყვანოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ იქ ვართ, არსად წავსულვართ. მობრძანდნენ, ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, იგივე აზრზე ვრჩებით და ამ აზრიდან არსად წავსულვართ“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.