სოზარ სუბარი: პოლიციამ ძალიან მოკლე დროში, უმცირესი დაზიანებებით შეძლო დაკისრებული ამოცანის შესრულება

სოზარ სუბარი: პოლიციამ ძალიან მოკლე დროში, უმცირესი დაზიანებებით შეძლო დაკისრებული ამოცანის შესრულება

სოზარ სუბარის თქმით, ნიკა მელიას დაკავება ადეკვატური პასუხი იყო. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მან ასევე სამართალდამცავების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.

„ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი. არა მხოლოდ ადეკვატური და პროპორციული, არამედ მართლა მინიმალური საშუალებები გამოიყენეს ამ დაკავების დროს. ზიანი პრაქტიკულად არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი, რაც ბუნებრივია კანონის დარღვევაა, პოლიციამ ძალიან მაღალპროფესიონალურად, ძალიან მოკლე დროში, უმცირესი დაზიანებებით შეძლო დაკისრებული ამოცანის შესრულება და ამოცანა იყო ძებნილი პირის დაკავება“, - განაცხადა სუბარმა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.