ეუთოს თავმჯდომარე: დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება და განაახლეთ დიალოგი

ეუთოს თავმჯდომარე: დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება და განაახლეთ დიალოგი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთოს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, - განაცხადა ან ლინდემ.