აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარავი გაშალეს

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარავი გაშალეს

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ და კარავი გაშალეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტთან კარვები დარჩება და კიდევ მოემატება.

„აბა მოგვერიონ, ვერაფერს ვერ გვიზამენ. ეს კარავი სიმბოლურია, ჩვენ ისეთ წყობაში ვცხოვრობთ - ოლიგარქიულში, სადაც აქტივისტებს, ჩემს მეგობრებს - პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.