კამალა ჰარისის გერის დებიუტი მოდური ჟურნალის გარეკანზე

კამალა ჰარისის გერის დებიუტი მოდური ჟურნალის გარეკანზე

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ვიცე-პრეზიდენტის - კამალა ჰარისის ოჯახი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია! შესაბამისად, არავის გამორჩენია ის ფაქტი, რომ წარმატებული პოლიტიკოსის გერი ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

საქმე 21 წლის ელა ემჰოფს ეხება, რომელიც Dust magazine-მა თვის მთავარ გმირად აირჩია. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს ერთ-ერთი მთავარი დეტალი კი, ფერადი კარდიგაია, რომელიც ელამ თავად შეკერა, რაც ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის დიზაინის ცნობილ სკოლაში - Parsons-ში სწავლობს.