ჯონ ტრავოლტა მენის შტატში რეზიდენციას ყიდის

ჯონ ტრავოლტა მენის შტატში რეზიდენციას ყიდის

მსახიობი ჯონ ტრავოლტა ცოლს გარდაცვალების შემდეგ მენის შტატში კუთვნილ რეზიდენციას ყიდის. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მან მიწის ნაკვეთი და სახლი გასაყიდად რამდენიმე თვის წინ გამოიტანა. 2020 წელს ტრავოლტას ცოლი მკერდის კიბოთი დაიღუპა. ის დაავადებას 2 წელი ებრძოდა. მსახიობს სურს უძრავი ქონება $5 მილიონად გაყიდოს. მან სახლი და მიწის ნაკვეთი ცოლთან ერთად 1991 წელს იყიდა.

მსახიობის რეზიდენცია 20 ჰექტარზეა განთავსებული. სახლის ფართობი 1000 კვადრატული მეტრია. სახლში არის 20 საძინებელი, აბაზანის 7 ოთახი, სამზარეულო, სასადილო და ბიბლიოთეკის ოთახი. რეზიდენციის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია აუზი. ამ სახლში ტრავოლტას ოჯახი არდადეგების დროს იკრიბებოდა.

სახლის ინტერიერი ვინტაჟის სტილშია და მკვეთრი ფერებია გამოყენებული. სახლი გაფორმებულია სტატუებით, სანათებითა და ხალიჩებით.