ბრიტანეთში, კუნძულ მენზე საგანძურის ძიებით გატაცებულმა ქალმა, ვიკინგების განძი იპოვა. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, კეტ ჯაილსმა განძი 2020 წლის ბოლოს იპოვა, როცა კერძო ტერიტორიაზე ლითონის საძიებელი მოწყობილობით გადაადგილდებოდა.
ქალმა მიწაში დაფლული ოქროს სამაჯური, მოზრდილი ვერცხლის გულსაბნევი, ვერცხლის სამკლაური და სხვა ნივთები იპოვა. ჯაილსი მიხვდა, რომ ამ ნივთებს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და კუნძულ მენის ნაციონალური მემკვიდრეობის მუზეუმს დაუკავშირდა.
სპეციალისტების შეფასებით, განძი სავარაუდოდ ჩვენს ერამდე 950 წელსაა დაფლული. ოქროს სამაჯური ძალიან იშვიათი ნივთია, რადგან ვიკინგების ეპოქაში ოქროს სამაჯურებს არ ამზადებდნენ.
2021 წლის თებერვალში კეტ ჯაილსის მიერ ნაპოვნი ნივთები ოფიციალურად ცნეს საგანძურად. ნივთები კუნძულ მენის ნაციონალური მემკვიდრეობის მუზეუმს გადაეცა. საგანძურის მპოვნელ ქალს კი დაასაჩუქრებენ.