მედია: კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა

მედია: კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა

ტელეწამყვანმა და მოდელმა კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე უესტთან განქორწინების შესახებ განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამერიკული მედია ავრცელებს.

გამოცემა TMZ-ის ცნობით, წყვილი შვილების ერთობლივ მეურვეობაზე შეთანხმდა და არც ერთი მხარე საქორწილო კონტრაქტის გასაჩივრებას არ გეგმავს. TMZ წერს, რომ ქონებრივი დავების დარეგულირების საკითხში კიმმა და კანიემ „ხელშესახებ პროგრესს“ მიაღწიეს.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი ჰყავს. კიმისა და კანიეს დაშორების შესახებ რამდენიმე თვის წინ ამერიკული მედია წერდა.