აშშ-ში 94 წლის მილიონერმა ბევერლი შოტენსტაინმა შვილიშვილები თავისი კაპიტალის გაფლანგვისთვის დასაჯა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ბებიამ საკუთარ კაპიტალზე ზრუნვა შვილიშვილებს 15 წლის წინ მიანდო. ევანი და ავი, რომლებიც ახლა 39 და 33 წლის არიან, ბებიის კუთვნილ $80 მილიონის მოცულობის კაპიტალს მართავდნენ. მათი ფინანსური მაქინაციები ბევერლის იურისტებმა გამოააშკარავეს. მათ შეიტყვეს, რომ შვილიშვილები ბებიის სახელით სარისკო ფინანსურ გარიგებებს დებდნენ.
ამასთან, ევანი და ავი ისეთ ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდნენ, რომლებზეც ბებიის თანხმობა სჭირდებოდათ. შვილიშვილები ბებიის საკრედიტო ბარათიდან $1 მილიონის გაფლანგვაში დაადანაშაულეს.