თეა თუთბერიძემ შაშკინს შეუტია

თეა თუთბერიძემ შაშკინს შეუტია

თავისუფლების ინსტიტუტის მოუსვენარ წევრს თეა თუთბერიძეს მიზანში განათლების მინისტრი ჰყავს ამოღებული.

თუთბერიძე ბოლოს შაშკინს ორი დღის წინ დაუპირისპირდა. მან შაშკინი სიცრუეში დაადანაშაულა. თანაც  სკოლის მოხსნილ დირექტორებსაც გამოესარჩლა.

„ხალხის პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ალეკო შალამბერიძეს თუთბერიძის გულწრფელი აღშფოთების არ სჯერა.

- ეს არის დაპირისპირება პრეზიდენტის კარზე. თუთბერიძეს დირექტორების ბედი საერთოდ არ ანაღვლებს. ის განათლების მინისტრს იმიტომ უპირისპირდება, რომ მას თავისთვის უნდა ეს ადგილი,  - განაცხადა შალამბერიძემ.

მისი თქმით, აშკარაა რომ თავისუფლების ინსტიტუტი შაშკინით უკმაყოფილოა.

შალამბერიძე ეჭვობს, რომ შაშკინი ამ ორგანიზაციას განათლების სამინისტროში არ ახედებს. თავისუფლების ინსტიტუტს კი განათლების სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესები აქვს.