46 წლის ესპანელი ლამაზმანი პენელოპა კრუზი უამრავი ადამიანის საყვარელი მსახიობია, თუმცა მისი დიდი პოპულარობის მიუხედავად ის ფანებს ახალი ფოტოებით ხშირად არ ანებივრებს. ამჯერად კი მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ცნობილი ჟურნალის, Marie Claire-ის გარეკანი დაამშვენა.
მსახიობი ბერძნული Marie Claire-ისთვის პოზირებდა. მან ბეჟი მაისური, თეთრი პერანგი და მაღალწელიანი, ჯინსის შარვალი მოირგო, რომელსაც ოქროს აქსესუარები შეუხამა. მოგვიანებით კი პენელოპას კიდევ ერთი ფოტო, გავრცელდა, რომელიც ახლო კადრიდანაა გადაღებული.