„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელის სახლში მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინეს

„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელის სახლში მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინეს

ყოფილი ფეხბურთელის, იტალიელი ლუიჯი სარტორის აგარაკზე მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC წერს.

ყოფილ სპორტსმენს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მისი და კიდევ ერთი თანამზრახველის, მარკო მანტოვანის სასამართლო პროცესი მომდევნო თვეში გაიმართება.

ჯამში, აღმოჩენილია 160 ძირი მცენარე, რომლისგანაც 2 კილოგრამამდე მარიხუანას დამზადებაა შესაძლებელი.

სამართალდამცველებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც აღმოაჩინეს, რომ მიტოვებულ კოტეჯში ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდა და თან, შენობიდან შუქი ღამითაც გამოდიოდა.

ლუიჯი სარტორმა საფერხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა.