„ბედის ირონიის“ მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა

„ბედის ირონიის“ მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი მსახიობი, ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ჩეხოვის სახელობის თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ანდრეი მიაგკოვი წლების განმავლობაში, როგორც კინოში, ასევე თეატრში დიდი წარმატებით მოღვაწეობდა.

საზოგადოებას თავი ყველაზე კარგად ფილმ „ბედის ირონიაში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა. მას ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმ „სამსახურეობრივ რომანსა“ და კიდევ 50-მდე კონოფილმში.