ბუკინგემის სასახლის პრესრელიზზე დაყრდნობით CNN იუწყება, რომ პრინცი ფილიპი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზირებულია. როგორც ოჯახთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, 99 წლის ფილიპი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების გარეშე გადაიყვანეს, მიზეზი კი კოვიდ-19-თან დაკავშირებული არ არის.
როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმკურნალებს. ამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.