გიორგი ბარამიძე ნიკა მელიაზე: მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, სამაჯურის მოხსნის დღესვე დავიჭერდი

გიორგი ბარამიძე ნიკა მელიაზე: მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, სამაჯურის მოხსნის დღესვე დავიჭერდი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ის რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს ნიკა მელიას იმ დღესვე დაიჭერდა, როდესაც სამაჯური მოიხსნა, - ამის შესახებ მან „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამი თვის განმავლობაში პირველი ნოემბრიდან არაფერი არ გააკეთეს. იმიტომ, რომ არ აწყობდა.

„მყისიერად დავიჭერდი. რაც არ გააკეთა ამ ხელისუფლებამ. სამი თვის განმავლობაში პირველი ნოემბრიდან არაფერი არ გააკეთეს. იმიტომ, რომ არ აწყობდა. მანამდე არ აწყობდათ და არ აკეთებდნენ. ახლა რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური და ახლა გაახსენდათ სამი თვის შემდეგ? მე რომ ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი იმ დღესვე დავიჭერდი. იმავე დღეს, ან მეორე დღეს არ დაიჭირეს და სამი თვე ამას არ აკეთებდნენ. რატომ – ნათელია. პოლიტიკური მიზნით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.