პროკურორი ია დარჯანია: არასოდეს ჩემს პრაქტიკაში, მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

პროკურორი ია დარჯანია: არასოდეს ჩემს პრაქტიკაში, მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ნამდვილად არაფერი ხდება. ერთადერთი, რაც აქ დავინახე, არის უპრეცედენტო – არასოდეს ჩემს პრაქტიკაში, მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ია დარჯანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არავითარი პოლიციური ძალები არ არიან მობილიზებული.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არ არსებობს.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, მართლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ოფისთან არაფერი ხდება, შეიძლება, არსებობდეს რაღაც კადრები, ოღონდ სად არის გადაღებული, რა მომენტში და ა.შ. არ ვიცით, ოფისთან ნამდვილად არაფერი ხდება. ერთადერთი, რაც აქ დავინახე, არის უპრეცედენტო – არასოდეს ჩემს პრაქტიკაში, მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს. მთელი მათი ძალისხმევა იყო მიმართული, თქვენზე მოეხდინათ ზეწოლა, დაეშინებინეთ, შეეშინებინეთ და რამენაირად საკუთარი თავის აცილება გაგეკეთებინათ. ვფიქრობ, ეს არანაირად არ არის აცილების საფუძველი და ზოგადად, არც სასამართლოში, პროკურატურაში, არც ერთ სამართალდამცავ ორგანოში მშიშარა ადამიანები ნამდვილად არ მუშაობენ, ტყუილით დაშინებული მოსამართლეც საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს. აცილების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პროკურორმა.

მედით გავრცელებული კადრებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.