ნიკა მელია იმალება, სასამართლოში ვერ მიდის, არაფრის ეშინია, მაგრამ იმალება და ახლა უნდა დაიცვას გავრილოვის თემა, რომ ხალხო, გავრილოვი იჭერს, თორემ თავად არაფრის არ ეშინია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს დესტრუქციული დღის წესრიგი კიდევ ერთხელ ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე დესტრუქციული ხდება.
„გავრილოვი თავიდან ბოლომდე მათი პროვოკაციული პოლიტიკის ათვლის წერტილია და მას საერთო არც ქართულ სამართალწარმოებასთან და მით უმეტეს, „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი აქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრამპლინი და თავიდან ბოლომდე მათი დესტრუქციული დღის წესრიგის სატოპკე, ამწევი თემა. ვნახეთ, მათმა ტელევიზიებმა გავრილოვთან საერთო ენის გამონახვა როგორ სწრაფად მოახერხეს. ნიკა მელიას ხმამაღალი განცხადებები კარგად გვახსოვს, არაფრის არ მეშინიაო, მოვისვრი სამაჯურს, კანონს და ყველაფერსო. ეს კაცი იმალება, სასამართლოს სხდომაზეც ვერ მიდის, არაფრის ეშინია, მაგრამ იმალება და ახლა უნდა დაიცვას გავრილოვის თემა, რომ ხალხო, გავრილოვი იჭერს, თორემ თავად არაფრის არ ეშინია.
ნიკა მელია უხეშად და საჯაროდ არღვევდა კანონს, რათა შემდგომ პროვოცირება გამოეწვია სიტუაციის ესკალციისთვის, ხელი შეეშალა ნებისმიერი პოლიტიკური დიალოგისთვის, გასულიყო კანონის სივრციდან და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის შემოთვლილი რევოლუციური სცენარი აემუშავებინა.
ეს დესტრუქციული დღის წესრიგი კიდევ ერთხელ ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე დესტრუქციული ხდება. მათ არც ერთ ნაბიჯში ლოგიკა არ არის, ჩვენს ყველა ნაბიჯში ერთადერთი ლოგიკაა – სტაბილურობა და კანონის თანმიმდევრული შესრულება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.